გორში, შუა ხნის კაცმა ორ საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გააჩინა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, კომბინატის დასახლებაში მოხდა.
ხანძრის შედეგად თავად დაშავდა შუა ხნის კაცი, ის სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. კორპუსიდან კი მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები მუშაობენ, მიმდინარეობს ხანძრის ლიკციდაციის სამუშაოები.
თვითმხილველების თქმით, შუა ხნის მამაკაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.