ახალი წელი სანთლის შუქზე და ნაძვის ხის გარეშე - წლის მთავარ დღესასწაულს სოციალურად დაუცველი ოჯახების დიდი ნაწილი მძიმე პირობებში შეხვდა. კირთაძეების ოჯახს, რომლებიც გორში, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში დედასთან ერთად ცხოვრობენ, არც დენი აქვთ და არც წყალი, გათბობას კი მინდორში შეგროვებული ხის ნარჩენებით ახერხებენ.
სამი მცირეწლოვანიდან ერთ-ერთს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ძვირადღირებულ მკურნალობას საჭიროებს თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება მათ დახმარებაზე უარს ეუბნება.