იმერეთში უკიდურესი გაჭირვების გამო, დედა იძულებული გახდა, ჩვილი სამშობიარო სახლში მიეტოვებინა.
ქუთაისში ახალგაზრდა ქალმა სახელმწიფო ზრუნვის სამსახურს მიმართა და უთხრა, რომ საკუთარი შვილის მოვლას გაჭირვებისა და მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლებდა.
შემთხვევა ახალი წლამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის შემდეგაც ქუთაისელებმა ჩვილისთვის ტანსაცმელი, საკვები და მეტიკამენტები შეიძინეს და სამშობიაროში მიიტანეს.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, "დაუზუსტებელი ინფორმაციით, ვიცით ვინც არის მშობელი, მაგრამ კონტაქტზე გასვლა ჯერ ვერ ხერხდება".
სახელმწიფო ზრუნვის აპარატში ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ საქმის კურსში არიან. მათი ცნობით, ბიუჯეტი გამოიყო, რათა დედა და ბავშვი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყონ, ასევე, გამოიყოფა თანხები საკვებისა და სხვა ხარჯებისთვის.