ბორჯომი -ხაშურის გზაზე ერთმანეთს ტრაილერი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომი -ხაშურის დამაკავშირებელ გზაზე- ერთმანეთს ტრაილერი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს მოტეხილობები აქვთ და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

ადგილზე პოლიცია და სასწრაფოა მობილიზებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი