
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ დღეს, 3 იანვარს მესამე პრეზიდენტის მონახულების მოთხოვნით პენიტენციურ დაწესებულებას მიმართა, თუმცა უწყებამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად არც ცენტრ ემპათიის წევრებს უშვებენ. ემპათიამ უწყებას მას შემდეგ მიმართა, რაც მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 27 დეკემბერს გვიან ღამით გადაიყვანეს, უცნობია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ადვოკატების ინფორმაციით, ის თავს სუსტად გრძნობს.