GWP განმარტავს, რატომ მიიღეს აბონენტებმა მეორე ქვითარი

გამოქვეყნდა:

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განმარტავს, რატომ მიიღეს აბონენტებმა მეორე ქვითარი

"დარიცხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გარდამავალ პერიოდში, დეკემბრის თვის ბოლო დღეებში - 29, 30, 31 დეკემბერს და 3 იანვარს ჯივიპის საყოფაცხოვრებო აბონენტების უმეტესობამ კიდევ ერთი ქვითარი მიიღო, სადაც ასახული იყო 2021 წლის დეკემბრის თვის ბოლომდე დარჩენილი დღეების მოხმარებული წყლის საფასური.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს" ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

იგივე პრობლემა შეიქმნა ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებითაც, რასაც "თელმიკო"  დეკემბრის დარჩენილი დღეების ხარჯით ხსნის:

"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში თელმიკოს მომხმარებლების დიდი ნაწილი კიდევ ერთ ქვითარს მიიღებს, რომელშიც ასახული იქნება დეკემბრის დარჩენილი დღეების ელექტროენერგიის ხარჯი"- აცხადებენ კომპანიაში.

იხილეთ ასევე:

"თელმიკოსგან" მიღებული ორი ქვითარი და დენის ტარიფი - ენერგოომბუდსმენის განმარტება
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი