შიდა ქართლში 15-16 წლის არასრულწლოვნებს ნიშნობა გადაუხადეს [VIDEO]

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლში 15-16 წლის მოზარდებს ნიშნობის ცერემონია გადაუხადეს.

ტელეკომპანია "თრიალეთის" ცნობით, ერთ-ერთი მათგანის ოჯახის წევრები საჯარო სკოლის თანამშრომლები არიან. გამოცემის ინფორმაციით, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გოგოს დაბადების დღე გადაუხადეს და სხვა საჩუქრებთან ერთად, მას ბეჭდებიც აჩუქეს.

"ბავშვი გახდა 16 წლის, დაბადების დღე გადავუხადეთ და ამიტომ მოუტანეს საჩუქრები. მოუტანეს ბავშვს, ზოგმა ბეჭედი მოუტანა, ზოგმა მეც მომიტანა, მეც ხომ არ დავინიშნე?. კანონი ერთნაირია, მაგრამ ჩვენთან სხვა არის, რომ ინიშნება, ბავშვი შეიძლება იყოს 2-3 წელი ოჯახში. 18 წლის რომ გახდება მერე კი, თვითონ გადაწყვეტს.",- ამბობს არასრულწლოვანი გოგოს ბაბუა. 

კასპის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არასამუშაო დღეებია და მომხდარის შესახებ საქმის კურსში არ არიან. მისივე თქმით, საკითხზე მოკვლევას ჩაატარებენ.

ნიშნობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი