საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ლაშა ხეთერელი ისევ გაიტაცეს -  ქაცარავა ოკუპანტების ტყვეებზე

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეებს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაემატა - ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ავრცელებს. 

ქაცარავა წერს, რომ ლაშა ხეთერელი 24 დეკემბერს ოკუპანტებმა გაიტაცეს.  27 დეკემბერს კი  წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

"საოკუპაციო რეჟიმის ტყვეებს დაემატა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე.

ლაშა ხეთერელი.

24 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმმა გაიტაცა და 27 დეკემბერს კი შეუფარდა წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა.

ამჟამად ოკუპანტებს დატყვევებული ჰყავთ ჯამში 10 ადამიანი.

1. ჩხიკვაძე

2. კანიაშვილი

3. ნათაძე

4. მეგრელიშვილი

5. გოგიჩაშვილი

6. უცნობი

7. უცნობი

8. უცნობი

9. ხეთერელი

10. ბებუა(სოხუმის ციხე)

ვგონებ, რაღაც უნდა შეცვალოთ ბატონებო თქვენს არგაღიზიანების პოლიტიკაში, არ ფიქრობთ ასე? საქართველოს მთავრობა" - წერს დავით ქაცარავა Facebook-ზე. 

ცნობისთვის,  რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თითქმის  ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2021 წლის 17 ივნისს გათავისუფლდა. 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა  ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, თუმცა განცხადებაში არ არის დაზუსტებული დაკავებულის ვინაობა და გატაცების თარიღი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი