ახალი სავარძლები, მაგიდები, რბილი ავეჯი - ახალი ტენდერები ჩინოვნიკების კომფორტისთვის

გამოქვეყნდა:

4 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო უწყებების კომფორტისთვის - წინასაახალწლოდ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სხვადსხვა ტიპის ავეჯისთვის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საკუთრ კომფორტზე ის საწარმოებიც ზრუნავენ, რომლებიც წლებია ბიუჯეტს აზარალებენ.

ენმ-ის წევრი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ტენდერები გამოცხადდა: შსს-სთვის, თბილისის მერიის თბილსერვის ჯგუფისთვის, საქართველოს რკინიგზისთვის და ა.შ. 

საწერ მაგიდებსა და საოფისე ავეჯს ყიდულობს თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი არაერთი უწყებაც, ყველაზე მსხვილი შემსყიდველი კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პარლამენტია. 

აღსანიშნავია, რომ უწყებებში განმარტებები არ კეთდება და "მთავარი არხის" კითხვებს არ პასუხობენ. 

უწყებების კომფორტისთვის 2 ტენდერი 30 დეკემბერს გამოცხადდა და ამ დროისთვის წინადადებების მიღება მიმდინარეობს. რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, ვინ შეისყიდის რბილ ავეჯს სახელმწიფო უწყებებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი