საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ვალია ვანიშვილის შევიწროებას ოკუპანტები ისევ განაგრძობენ. ამჯერად მას გამოსაზამთრებლად საჭირო შეშის სახლში შეტანის უფლებას არ აძლევენ. მოხუცი დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ ზამთრის გატარება სიცივეში უწევს.
ოკუპანტები ვალიშვილის სახლთან 24 საათი პატრულირებენ და მოხუცს გამუდმებით უმეორებენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზეა და სახლი, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა, უნდა დატოვოს.