ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენას მგზავრები უშედეგოდ ელოდებიან - რეისები ვერ სრულდება

გამოქვეყნდა:

ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისიდან საჰაერო რეისის განხორიელებას მგზავრები უკვე 3 საათია, ელოდებიან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქალაქ ატირაუდან რეისი უნდა შესრულებულიყო, თუმცა თვითმფრინავი ყაზახეთიდან ამ დრომდე არ გამოფრენილა, შესაბამისად, ვერ სრულდება ფრენა ვერც ქუთაისი-ატირაუს მიმართულებით.

ყაზახეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ ვერც ოჯახის წევრებს უკავშირდებიან.

"აეროპორტის თანამშრომლები ყაზახ კოლეგებს ვერ უკავშირდებიან, რადგან იქ ინტერნეტი გათიშულია. ჩვენ ქალაქში მშვიდობიანი მიტინგები გაიმართა, ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ და გაზის ტარიფის დაწევა მოითხოვეს, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სხვადასხვა ქალაქში ვითარება დაიძაბა. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

ქუთაისის აეროპორტში მომლოდინე მგზავრები რეისის ზუსტი დროის დადგენას აეროპორტის ადმინისტრაციასთან ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. აეროპორტის ადმინისტრაციის განმარტებით, ფრენებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, რადგან ფრენები ყაზახური მხარის მოთხოვნით არის შეფერხებული.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი