
კახეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 63 წლის კაცი დაჭრეს. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გიორგი საჩეჩელაშვილს ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი დაზიანებები ყოფილმა სიძემ მიაყენა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.
ავტორი: ია გულიაშვილი