
ბათუმში სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა თვითნებურად გააძვირეს სამგზავრო ტარიფი. ამ დრომდე ქალაქის მასშტაბით გადაადგილება 50 თეთრი ღირდა, მძღოლების გადაწყვეტილებით კი ორი დღეა მგზავრობა 70 თეთრი გახდა.
ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით, თავიანთი არგუმენტები აქვთ მძღოლებს. ისინი გადაწყვეტილებას საწვავისა და სხვა მომსახურების გაძვირებას უკავშირებენ. ადგილობრივებს კი გადასახადის გაძვირება პრობლემებს უქმნით.
წესით, მგზავრობის ტარიფების შესახებ გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო იღებს, თუმცა იმის გამო, რომ "ქართული ოცნება" სხდომებს არ ესწრება, ახლადარჩეული საკრებულო ამ დრომდე არ შეკრებილა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე