"ერთი ბავშვი გაუტიტვლებიათ და ისე უცემიათო...პოლიცია მთვრალი იყო" - მოქალაქეებისა და სამართალდამცველების დაპირისპირება საგარეჯოში

გამოქვეყნდა:

საგარეჯოში სამართალდამცველები და ადგილობრივები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა, ქალაქის ცენტრში, 7 იანვარს გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაწყებულ დაპირისპირებაში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ჩაერივნენ და მოზარდებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

არსებული ინფორმაციით, საგარეჯოელი ახალგაზრდების ერთი ჯგუფის უკმაყოფილებით დაიწყო, რომლებიც ავღანეთში მებრძოლი ჯარისკაცის დაკრძალვის მეორე დღეს, ქალაქში საზეიმო ღონისძიებას აპროტესტებდნენ. 

"მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ მომხდარის შედეგად სამართალდამცველებიც დაშავდნენ, თუმცა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. პოლიციელებმა მომხდარზე "მთავარ არხთან" არ ისაუბრეს.

​"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებულია 5 პირი, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ მომხდარზე მხოლოდ 3 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება 353-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 3-5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი