"შეიძლება რაღაცა იციან და მალავენ"..."გადავკეტავთ მაგისტრალს" - ყოფილი სამხედროები ჩხიკვაძის გათავისუფლებას მოითხოვენ

გამოქვეყნდა:

ყოფილი სამხედრო უკვე 29 დღეა ოკუპანტების ტყვეობაშია, ხელისუფლება კი  დუმს. ქართული ოცნების მთავრობა ამ დრომდე არაფერს ამბობს, რას გეგმავს მამუკა ჩხიკვაძის გასათავისუფლებლად, რომელიც სავარაუდოდ, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. ჩხიკვაძის ყოფილი თანამებრძოლები თვლიან, რომ დუმილის დრო დამთავრდა და ხელისუფლებამ განგაშის სიგნალი უნდა ჩართოს. ისინი დახმარების თხოვნით მიმართავენ ასევე პატრიარქს. 

"შეიძლება რაღაცა იციან და მალავენ"..."ვგეგმავთ აქციებს, გადავკეტავთ მაგისტრალს" - აცხადებენ ყოფილი სამხედროები და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

სამხედროების აქციას შეუერთდება ანტისაოკუპაციო მოძრაობაც.

ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს და 2 თვიანი "წინასწარი პატიმრობა" შეუფარდეს. ჩხიკვაძეს არარსებული საზღვრის გადაკვეთასთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერების გადატანასაც ედავებიან.

ყოფილი სამხედროები ეჭვობენ, რომ ჩხიკვაძე ნაწამებია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი