ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები აღდგენილია. რამდენიმედღიანი შეზღუდვის შემდეგ ატირაუს და აქტაუს აეროპორტებიდან საჰაერო რეისები შესრულდა.
ყაზახეთიდან ჩამოსული მგზავრები ამბობენ, რომ მათ ქვეყანაში ჯერ ისევ რთული მდგომარეობაა, არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, ასევე, გათიშულია სატელეფონო ხაზები.
"ყაზახეთში ომია და არეული ვითარებაა, არანაირი კავშირი, ინტერნეტი, იქ არ არსებობს, დიდი ხანია საქართველოში ჩამოსვლას ვცდილობ", - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.
ქართველები ამბობენ, რომ ქალაქ ატირაუში ამჟამად ნორმალური სიტუაციაა.
ცნობისთვის, ყაზახეთში ამ დრომდე გრძელდება არეულობა და დაპირისპირება. 8-დღიანი საპროტესტო მოძრაობის ფონზე გასული ღამე ყველაზე მშვიდი იყო. პოლიციამ 6 000-მდე ადამიანი დააკავა.