"დანიშნონ სპეცრეისი და სამშობლოში დაგვაბრუნონ" - საქართველოში ჩარჩენილი ყაზახი მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

საქართველოში ჩარჩენილი ყაზახეთის მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის მიმართულებით გეგმიური რეისები აღდგა, გაუქმებული ფრენები ამ დრომდე არ შესრულებულა.

ქუთაისის აეროპორტში შეკრებილები, რომლებიც მე-5 დღეა, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, ამბობენ, რომ უკვე ფინანსური რესურსიც ამოეწურათ. დღეს აეროპორტში მისულ მგზავრებს განუცხადეს, რომ მათთვის უცნობია, როდის შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას.

"აქ არიან ავადმყოფები და ბავშვები. სამსახურებში პრობლემები შეგვექმნა, გვეძებენ. არავის უნდა სამსახურის დაკარგვა. მადლობა აქ მცხოვრებ ადამიანებს და სასტუმროს, უფასოდ დაგვაბინავეს, თუმცა არ გვინდა, რომ სტუმართმოყვარეობით ბოროტად ვისარგებლოთ. ჩვენი მოთხოვნა ავიაკომპანიას უკავშირდება, დანიშნოს სპეცრეისი და სამშობლოში დაგვაბრუნონ", - თქვა ყაზახეთის მოქალაქემ.

"მთავარი არხი" შექმნილი ვითარების გარკვევის მიზნით ავიაკომპანია "ფლაი აირსტანს" დაუკავშირდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ფრენები ყაზახეთის მიმართულებით მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით გადაიდო. ისინი ვერ ასახელებენ კონკრეტულ თარიღს, როდის შეიძლება მოხდეს ფრენების აღდგენა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი