კორონა რეპორტაჟი - 13 ახალბედა ფოტოგრაფის ფოტოები კარანტინში

გამოქვეყნდა:

წლებია, 12 წლის სტეფანია მღებრიშვილი კუებს უვლის - უკვე ოთხი ჰყავს, სულ სხვადასხვა ზომის და როგორც თვითონ ამბობს, ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათის. საჭმელსაც სტეფანია აჭმევს და ყველაზე კარგადაც უგებს. ფირის ფოტოაპარატითაც სურათები სწორედ მათ გადაუღო. კუები სტეფანიას ფოტორეპორტაჟის მთავარი გმირები აღმოჩდნენ. 

გადაღების პროცესი სტეფანიასთვის კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა იმიტომ რომ, ვერ ნახულობდა შედეგს. დღეს პირველად ნახა ის 27 სურათი, რომელიც კარანტინის დროს, პროექტ REFILL-ის ფარგლებში გადაიღო. 

კარანტინის დროს მარიტა ბერიძემ ყველაზე ხშირად სურათები ყვავილებს გადაუღო. თავიდან ფოტოაპარათან ურთიერთობა გაუჭირდა, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ უნდოდა ეჩვენებინა მისი თვალით დანახული კარანტინი. 11 წლის ახალბედა ფოტოხელოვანს საკუთარი შემოქმედებიდან ყველაზე მეტად ოთხი სურათი მოეწონა. 

ორგანიზაცია "ცხოვრების შანსმა" ამ პროექტით 10 ოჯახს მისცა ფირის ერთჯერადი ფოტოაპარატი და სრული თავისუფლება - კარანტინის დროს ბავშვებს უნდა გადაეღოთ რაც თავად სურდათ და ამ პროცესზე სურვილისამებრ მშობლებთან ერთად უნდა ემუშავათ. თუმცა 10 წლის თეოდორა გელაშვილმა სურათების გადაღება დამოუკიდებლად გადაწყვიტა და დღეს საკუთარი ნამუშევრებიც დედას პირველად აჩვენა. 

თბილისის მერიის მხარდაჭერით, პროექტი, რომელშიც 13 ახალბედა ფოტოგრაფი მონაწილეობს, სურათების გამოფენით დასრულდება. თითოეული მონაწილე ორ სურათს საზოგადოებას პირველად ინტერნეტ სივრცეში ერთობლივი ექსპოზიციის სახით წარუდგენს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი