მეშახტეები მუშაობის პრინციპს არღვევდნენ - უკრაინელი ინვესტორი მიხეილ სოცკი

გამოქვეყნდა:

მეშახტეები მუშაობის პრინციპს არღვევდნენ, - ამის შესახებ გაფიცული მეშახტეებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელების შევედრის შემდეგ, შეხვედრაზე დამსწრე უკრაინელმა ინვესტორმა განაცხადა. 

შეხვედრის დეტალები „მთავარმა არხმა გაარკვია. როგორც ირკვევა, აუდიენცია ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. მეშახტეებმა გააჟღერეს, რომ მათი სამუშაო პირბები არის სიციცხლისთვის საშიში და არგუმენტად ორი დღის წინ მომხდარი ინციდენტი მოიყვანეს, როდესაც 22 მეშახტე სიცოცხლეს საასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა საპირისპირო პოზიცია ჰქონდა უკრაინელ ინვესტორს. ამბობდა, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმებს არღვევენ მეშახტეები და სწორედ რისკფაქტორებს შახტში დასაქმებული შახტში ადამიანები ქმნიან.

გასაგებია, რომ ვადებში ვერ ვეტევით, რადგან ეპიდემიის გამო საჭირო ინსტრუმენტებისა და მექანიზმების დროული მიწოდება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ღამის ორ საათზე მომხდარ ინციდენტს, ის ადამიანებისთვის საფრთხისშემცველი არ იყო. თუმცა, მეშახტეები არღვევდნენ მუშაობის პრინციპს. ასევე, მინდა შევეხო ანაზღაურების გაზრდის საკითხს, ძირეული ცვლილებების განხირციელებამდე ეს არ იგეგმება. თანამშრომლებთან ძალინ სერიოზული საუბარი გვქონდა და როგორც ჩვენ გავიგეთ, მათი ძირითადი მოთხოვნა სამსახურში დაბრუნება იყო, - ამბობს მიხეილ სოცკი.

ტყიბულის მუნუციპალიტეტში ხვალ ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური ჯგუფი ჩავა და ისინი შეისწავლიან მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში არსებულ გარემოს და დასკვნას დადებენ, რამდენად არის სიცოცხლისთვის საშიი ადგილზე მუშაობა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი