შვილიშვილი მოდის და ფულს მთხოვს, მომეცი ბაბუ, უნდა გავათეთროო - ავთანდილ წერეთელი

გამოქვეყნდა:

"მინდა დავიფიცო სასამართლოს წინაშე, რომ ამის შემდეგ 1 ლარს არ ვასესხებ არავის. პროკურორმა ბრძანა, ბანკი დაზარალდაო. თუ ბანკი დაზარალდა, ბანკს უნდა ეჩივლა მამუკასთვის და ბადრისთვის, მაგრამ არ ყოფილა ზარალი და არც უჩივლია. 70 წელს გადაცილებული ვარ უკვე, ჩემს ცხოვრებაში ასეთი რაღაც არ მომსვლია, გაუგებრობაში დავდივარ 3 წელია. მეც მრცხვენია, ხალხს ჰგონია, ფული გავათეთრე და იმდენი გავათეთრე მესამედი მე შემხვდა. ჯერ ერთი, თუ ამათთან ფულს გავათეთრებდი, ნახევარი რატომ არ შემხვდებოდა? ჩემი შვილიშვილი მოდის და ფულს მთხოვს, მომეცი ფული, უნდა გავათეთრო ბაბუო".

თქვა ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა ე.წ. ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი