მოსამართლე ციცინო როხვაძე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის პირადი მონაცემების გასაჯაროებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება გააუქმა, ე.წ. კლანთან დაკავშირებული მოსამართლეა, რომელიც 2020 წელს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.
სწორედ მის სახელს უკავშირდება "მთავარი არხის" საქმე. საუბარია კომუნიკაციების კომისიის საჩივარზე, რაზეც ციცინო როხვაძემ თავდაპირველად "მთავარი არხი" გაამართლა, შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა.
"დაალაგეს" საქმე, ძალიან ნიშანდობლივი იყო სააპელაციოს მოსამართლისა და ხატია არდაზიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც პირდაპირი მითითება მისცა მოსამართლეს, რომ ახლა უნდა შეცვალო გადაწყვეტილებაო და იმავე მოსამართლე, როცა საქმე დაბრუნდა, ისევ ციცინო როხვაძემ, საკუთარი ღირსების საწინააღმდეგოდ მიიღო სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება და თქვა, რომ წინა გადაწყვეტილებაზე შემეშალა და ახლა მივიჩნევ, რომ კომისია მართალიაო.
ყველაფერი და პლუს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არ ტოვებს იმ განცდას, გარდა იმისა, რომ ეს მოსამართლეზეც არ არის, ადამიანურადაც არასწორია და მოსამართლე, პირველ რიგში, ადამიანი უნდა იყოს და გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს კანონის შესაბამისად და სამართლიანობის მიხედვით და არც კანონიერია ეს, არც სამართლიანი და საერთოდ არაფერში წერია",-თქვა თამთა მურადაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის ჯარიმა სასამართლომ გააუქმა.
საუბარია ინსპექტორის სამსახურის იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ჯარიმა დაეკისრათ და დაევალათ აუდიო-ვიდეოჩანაწერის, ასევე ფოტომასალის სოციალური ქსელებიდან წაშლა, სადაც რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის იძულებით გადაყვანაა ასახული.