აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრას მართავდნენ, თუმცა ისინი ისევ მოატყუეს. დევნილები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ზურაბ აზარაშვილის ნაცვლად მათ მისი მოადგილე დახვდათ.
ამ წუთებში ისინი, ჯანდაცვის სამინისტროსკენ მსვლელობით მიდიან. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც სამინისტროდან იმდეგაცრუებულები დაბრუნდნენ.
სამინისტროში შეხვედრამდე, მათ დაანონსეს როგორც შიმშილობის დაწყება, ასევე კარვების გაშლა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, მათ ასევე სცადეს საავტომობილო გზის გადაკეტვა.
"ჩვენი შვილები, შვილები არ არიან?!... ადამიანები არ ხართ?!" - დევნილები ამბობენ, რომ დროებითი თავშესაფარი, სადაც ისინი ამჟამად იმყოფებიან, ავარიულია და იქ ცხოვრება შეუძლებელია. მათივე თქმით, კორპუსი, სადაც 150 დევნილი ცხოვრობს, თითქმის მთლიანად ჩამოიშალა, არ არის არანაირი საყოფაცხოვრებო და სანიტარული პირობები.