კორუფცია თუ არაპროფესიონალიზმი - ოპოზიცია ხელისუფლებას ქუთაისში მორიგი წარუმატებელი ინფრასტრუქტურული პროექტის გამო აკრიტიკებს. ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალური გამზირი უკვე წლებია გაუვალია და ახლა საგზაო დეპარტამენტმა ვითარება კიდევ უფრო გააუარესა.
ახლა გამზირზე უკვე ფეხით მოსიარულეებიც ვეღარ გადაადგილდებიან. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც და მომსახურე კომპანიაც ძირითადად საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვით ან მოპარვით არიან დაკავებული და გზის დაგებაც ამ მიზეზით იქცა დაუსრულებელ პროექტად.
ხელისუფლება აღმაშენებლის გამზირზე არსებული ქვაფენილი იმის გამო აყარა, რომ მას ხარვეზები ჰქონდა, თუმცა ქუთაისელებს არ სჯერათ, რომ ახალი დაგებული გზა უკეთესი იქნება. მაგალითიც აქვთ - დეფორმირებული და განმეორებითი სარეაბილიტაციოა, სწორედ ოცნების ხელისუფლების დროს, ცოტა ხნის წინ დასრულებული ის სკვერი, რომლის მოსაწყობადაც 250 ათას ლარამდე დაიხარჯა, ფილები კი ხელმეორედ არის დასაგები.