"უნისონის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ინფიცირების პირველწყარო უცნობია

გამოქვეყნდა:

სადაზღვევო კომპანია "უნისონის" ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას სათაო ოფისში შესვლის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდა და COVID 19-ზე სწორედ ამის შემდგომ გადაამოწმეს.

უკვე გამოკვლეულია მისი კონტაქტები სამსახურში, რის საფუძველზეც ხუთ თანამშრომელს სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, თუმცა ვირუსი არცერთს გამოუვლინდა.

ისინი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ვირუსით არის ინფიცირებული, 27 მაისის შემდეგ სამსახურში არ ყოფილა. პრევენციის მიზნით, ოფისში სრული დეზინფექცია ჩატარდა. "უნისონის" თანამშრომლის ინფიცირების პირველწყარო უცნობია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი