გორის მერად დანიშვნიდან 73 დღეში, ლადო ხინჩეგაშვილი შვებულებაში გავიდა

გამოქვეყნდა:

გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი შვებულებაში გავიდა. ინფორმაციას გამოცემა Qartli.ge ავრცელებს და წერს, რომ მის მოვალეობას პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი ასრულებს.

ოფიციალურ დოკუმენტებს, ამჯერად, ხელს ნიკა (ნიკოლოზ) ღვინიაშვილი აწერს. ამ დოკუმენტებში 11 იანვრიდან გორის მერის მოვალეობის შემსრულებლად ღვინიაშვილია მოხსენიებული.

ლადო ხინჩეგაშვილი მუშაობას 2021 წლის 29 ოქტომბერს შეუდგა. 2022 წლის 11 იანვრის ჩათვლით მხოლოდ 73 დღეა გასული. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი