ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეუფე ზენონი ბრიტანეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს - სასულიერო პირი ფაქტს უარყოფს

გამოქვეყნდა:

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სინოდის წევრი, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი დიდ ბრიტანეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. მამა პეტრე კვარაცხელიას ინფორმაციით, ბრიტანეთის საელჩოს სასულიერო პირმა ახალ წლამდე მიმართა. 

თავად მეუფე ზენონო "მთავართან" საუბრისას ფაქტს უარყოფს. 

"არ შეესაბამება სიმართლეს ნამდვილად. მამა პეტრე კოლხი რა ჩემი მდივანია, თუ რა. [დაბრუნებას] ჯერჯერობით არ ვაპირებ, იმდენი საქმე მაქვს ჯერ", - ამბობს მეუფე ზენონი. 

მეუფე პეტრე კოლხი ამბობს, რომ მეუფე ზენონის პოლიტიკურ ინტერესებს არ იცნობს, თუმცა მან გუშინ დეკანოზ ილია ჭიღლაძეზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთში ჩაბარება სასულიერო პირმა პოლიტიკური დევნის გამო გადაწყვიტა.

საპატრიარქოს ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი