სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ვიდეოს ფონად ადევს რუსული სიმღერა და ჩანს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.
მასწავლებლის განმარტებით, ვიდეო ოქტომბერშია გადაღებული. მისივე თქმით, მან ვიდეოს არსებობის შესახებ არ იცოდა და არც ის იცოდა, რომ ვიდეოს ფონად რუსული სიმღერა ედო. მასწავლებელი ამბობს, რომ ვიდეოზე რუსული სიმღერა არც ბავშვებს დაუდიათ.
ეს დაახლოებით ოქტომბრის დასაწყისშია გადაღებული... კლასში ხმაური მომესმა, თურმე ეს ბავშვები რაღაცას იღებდნენ და შევედი ვიკითხე - რა ხდება, რატომ ხმაურობთ. მე დღეს ვნახე, არ ვიცოდი. ვუთხარი, ეს სიმღერა რამ დაგადებინათ-მეთქი და იცით რა მიპასუხეს, ჩვენ არანაირი ასეთი სიმღერა არ დაგვიდიაო, - თქვა სკოლის მასწავლებელმა.
"მთავარი არხი" ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის დირექტორსაც დაუკავშირდა, მისი თქმით, დისციპლინური საბჭო ვიდეოზე ორშაბათს იმსჯელებს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე