2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკურში 6 მოლარე იყო დასაქმებული, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა - აუდიტი

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრში 6 მოლარე-კონსულტანტი იყო დასაქმებული, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ მოლარე-კონსულტანტების ხელფასებზე ბიუჯეტიდან 50.3 ათასი ლარი დაიხარჯა. 

"აუდიტის ჯგუფის მიერ ბოტანიკური ბაღის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი", - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი