"მაცადეთ, ავად ვარ, ხალხი არ ხართ?!" - ურთმელიძე უარყოფს, რომ გორის ჰოსპიტლიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

მალხაზ ურთმელიძე, სავარაუდოდ, გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი მიხეილ სააკაშვილისთვის დაბადების დღის მილოცვა და ტორტის მიტანა გახდა.

ურთმელიძე "მთვარ არხთან" საუბარში ფაქტის უარყოფს და ამბობს, რომ სამსხურში არ გამოცხადებულა, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

"არავის არსად არ გაუთავისუფლებივარ, ხალხი არ ხართ კაცო?! მაცადეთ, ავად ვარ, ხალხი არ ხართ?!" - თქვა მან. 

გორის სამხედრო ჰოსპიტალს და თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულზე ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია.

ამავე თემაზე:

გორის ჰოსპიტლის დირექტორი სამსახურიდან გაუშვეს... მიხეილ სააკაშვილს ექიმებმა მიართვეს ტორტი | ეკა ხერხეულიძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი