ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ხმაურია - 24 წლის მშობიარე ქალის ოჯახი ბავშვის გარდაცვალებაში ექიმს ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, კლინიკა "ბაუ"-ში ამ წუთებში ხმაურია. 24 წლის ანა ჭყონიას ოჯახის წევრები მედპერსონალს უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ. 

მათი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ღამით ქალს სამშობიარო ტკივილები დაეწყო, კლინიკაში მიიყვანეს, დილით კი ექიმებმა თქვეს, რომ ახალშობილი გარდაცვლილი დაიბადა.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალშობილის გარდაცვალება მკურნალის ექიმის, მაკა მახარაძის არაპროფესიონალიზმმა და უყურადღებობამ გამოიწვია. ისინი ექიმის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. 

ოჯახი კლინიკის წარმომადგენლებისგან განმარტებებს ითხოვს, თუმცა მათ ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი