გიგანტური წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფო ტონგას ცუნამი დაატყდა თავს.
თვითმხილველების თქმით, ვულკანის ფერფლმა დედაქალაქამდე მიაღწია. ქალაქი ვულკანის ამოფრქვევის ადგილიდან ჩრდილოეთით, 65 კილომეტრში მდებარეობს.
ტონგას კუნძულებზე ცუნამის გაფრთხილება გამოცხადდა. მეფე სამეფო სასახლიდან უკვე ევაკუირებულია.
მოსახლეობა კი უფრო მაღლა მდებარე ტერიტორიებისკენ ინაცვლებს მას შემდეგ, რაც წყალმა სახლები და მთავარი ქუჩა დატბორა.