"კატასტროფა ტრიალებს... გზის გაწმენდას არავინ ფიქრობს, გარე განათება გათიშულია" | ვითარება ავტობანზე

გამოქვეყნდა:

ძლიერი თოვლის გამო, ავტობანზე სამანქანო მოძრაობა გართულებულია. როგორც მოქალაქეები "მთავარი არხის" ვებგვერდს უყვებიან, ამ წუთებში, თბილისი-გორი-ხაშურის მაგისტრალზე გარე განათება გათიშულია, გზა გასაწმენდია და გადაადგილება შეზღუდულია.

თბილისი-გორი-ხაშურის მაგისტრალზე კატასტროფა ტრიალებს, ავტობანზე გარე განათება გათიშულია და გზა გაუწმენდავია... 20-ით ვმოძრაობთ, გაჩერებას აზრი არ აქვს. გორამდე ორი მანქანა შეგვხვდა დაზიანებული. გზის გაწმენდას არავინ ფიქრობს, ფაქტია და მარილზე რომ არავის უფიქრია, ეგეც ნათელია, - ამბობენ ისინი ჩვენთან საუბრისას.

გაუწმენდავ გზებზე დღეს დილიდან სხვადასხვა რაიონებში მცხოვრებლებიც საუბრობდნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანი წითლიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ "ზუგდიდში უჩევულოდ მოთოვა, გზებს არ წმენდენ, მანქანები სრიალით დადიან".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი