დევნილების პროტესტი | ცხოვრება ნგრევისა და გარდაუვალი ტრაგედიის შიშით

გამოქვეყნდა:

ცხოვრება მუდმივი საფრთხის ქვეშ, ნგრევისა და გარდაუვალი ტრაგედიის შიშით. სწორედ ასეთ მძიმე რელობაში უწევთ ყოფნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ორ ამორტიზებულ შენობაში აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს.

ალტერნატიული სახოვრებლის მოლოდინში მყოფ მოსახლეობას კედლები უკვე თავზე ენგრევათ, ნაგებობები იშლება და სახურავი ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

ხელისუფლება კი პროპლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს. დახმარების სათხოვნელად მთავრობის ადმინისტრაციასთან მისულ დევნილებს მხოლოდ იმით ამშვიდებენ, რომ წერილს ჩაიბარებენ.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი