ლაგოდეხში 37 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხში 37 წლის ქალი ახლობლებმა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ქალის დაღუპვის მიზეზი, თუმცა სავარაუდოდ, ეს გაზის გაჟონვის გამო მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბინაში გაზქურა იყო ჩართული, რასაც, სავარაუდოდ, ოჯახი გასათბობად იყენებდა.

ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა ქალი ნაქირავებ ბინაში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. უბედური შემთხვევის დროს ბავშვები სახლში არ იმყოფებოდნენ.

"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალებს შსს-ში აზუსტებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი