კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი ახალი პაციენტიდან ერთი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
52 წლის ქალს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში წყალტუბოს საკარანტინე ზონიდან გადაიყვანეს.
კლინიკის წარმომადგენლის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და პაციენტს მკურნალობა უტარდება.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ის დიაგნოზით ხუთი პაციენტი მკურნალობს.