უამინდობისა და დიდთოვლობის გამო შექმნილ პრობლემებზე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ მილიონობით ლარი გამოყო, თუმცა თანხები შესაბამის პროცედურებს არ მოხმარებია.
"ეს პირდაპირ წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების პირდაპირ სასიამოვნო შემოსავლის წყაროს და ამიტომ არ მიმდინარეობს ის პროცედურები, რაც უნდა მიმდინარეობს დიდთოვლობის დროს. ჩვენ ვხედავთ პრობლემას და ვერ ვხედავთ მოგვარების გზებს.
წელს ამ ყველაფერში უნდა დახარჯულიყო 700 მილიონ ლარამდე და ეს ყველაფერი უნდა მოხმარებოდა ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ფულს მიაქანებს ჯიბისკენ და არა პრობლემის მოგვარებისკენ",- თქვა გიორგი ბოტკოველმა.
ცნობისთვის, დიდთოვლობისა და უამინდობის გამო, გაუწმენდავმა გზებმა რამდენიმე ქალაქში პრობლემები შექმნა. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გუშინ რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.