თბილისში იმყოფება, რეაბილიტაციის კურსს ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს - საპატრიარქო მეუფე სტეფანეზე​

გამოქვეყნდა:

საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანეს მდგომარეობის დამძიმებისა და მისი საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად მეუფე სტეფანე მკურნალობის კურსს თბილისში გადის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

​ "სინამდვილეში, მიტროპოლიტი სტეფანე ამჟამად ექიმების ზედამხედველობით რეაბილიტაციის კურსს გადის და, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ პერიოდს იგი თბილისში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს.

მიტროპოლიტის დედაქალაქში დარჩენის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში მეუფემ დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად შეძლოს შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციისა თუ დახმარების მიღება.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დღეისათვის მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი იმყოფება თბილისში და რეაბილიტაციის დასრულებამდე, გარკვეული დროით, დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში დარჩება",- წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, გუშინ 15 იანვარს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მგდომარეობა დამძიმა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ იყო გადაყვანილი.

2022 წლის 2 იანვარს მიტროპოლიტ სტეფანე  საკუთარ კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი