ხანძარი იყო ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქში. ორსართულიან შენობაში ერთი ბინა სრულად დაიწვა, ერთი კი ნაწილობრივ დაზიანდა.
შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცეცხლის გავრცელების საფრთხე იყო, თუმცა სახანძრო დროულად მივიდა. დაზარალდა ორი ოჯახი.