ქობულეთის სოფელ აჭყვაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

გამოქვეყნდა:

ქობულეთის სოფელ აჭყვაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა. 

გამოცემა "ბათუმელები" წერს, რომ სახლში ხუთსულიანი, კონცელიძეების ოჯახი ცხოვრობდა. 

ქობულეთის მერიის პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ ოჯახს ჯერ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანენ, შემდეგ კი სხვა სახის დახმარების აღმოჩენაზეც იზრუნებენ.

ფოტო: "ბათუმელები"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი