ბათუმის ბულვარი სტიქიამ გაანადგურა | ქალაქის მერი შვებულებაშია

გამოქვეყნდა:

ბათუმის ბულვარი, რომლის ნაპირსამაგრ სამუშაოებში ოცნების ხელისუფლებამ 60 მილიონი ლარი დახარჯა, შტორმმა და უხვმა ნალექმა დაანგრია.

განადგურებულია სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა. წყალმა შეაღწია ბათუმელების სახლებშიც - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

ბათუმის ახლადარჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი კი ამ დროს შვებულებაშია. ოპოზიცია ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციასა და უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი