დიდთოვლობის გამო ავტობანზე მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია | ვითარება გზებზე

გამოქვეყნდა:

დიდთოვლობის გამო ავტობანსა და საქართველოს სხვადასხვა გზაზე მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა იკრძალება ვანი-სულორის საავტომობილო გზის კმ6-კმ11 მონაკვეთზე. 

ასევე, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა შეზღუდულია შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის კმ2-კმ5 მონაკვეთზეც, სადაც მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები,  დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი აკრძალულია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი