თელავი-გურჯაანის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლამდე კაცი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა  მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილია 35 წლამდე ასაკის კაცი.

შემთხვევა თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ წინანდალთან, გუშინ მოხდა. საკუთარი ავტომობილით მოძრავმა პირმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. სოფელ კისისხევში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ცხედარი გურჯაანში, პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი