თბილისის მერიის ინფორმაციით, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება, ავლაბრის მოედნიდან, თელავის ქუჩის კვეთამდე.
შეზღუდვა, 2022 წლის 20 იანვრიდან, 4 თვის განმავლობაში იმოქმედებს.
ავლაბრის მოედნიდან მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ალ. წურწუმიასა და თელავის ქუჩების გამოყენებით.ხოლო მეტროსადგურ „სამასი არაგველიდან“ ავლაბრის მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებები გადაადგილდება თელავისა და ალ. წურწუმიას ქუჩების გამოყენებით. ასევე, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გავლით, მარცხენა სანაპიროზე და შემდეგ ნ. ბარათაშვილის აღმართზე.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:
- ავტობუსები N2, N25, N37, N39, N43 იმოძრავებს თელავის ქუჩის გადაკვეთამდე. მარცხენა მოხვევით მოძრაობას გააგრძელებს ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, რის შემდეგ ნოე ჟორდანიასა და 300 არაგველის ხიდის გავლით დაუკავშირდება ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროსა და ევროპის მოედანს. ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის გავლით მგზავრებს მიიყვანს ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე.
- უკუმიმართულებით მოძრაობისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან გადაადგილდება ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე. 300 არაგველის ხიდის, ნოე ჟორდანიას სანაპიროს, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით დაუკავშირდება ლეხ კაჩინსკისა და ქეთევან დედოფლის გამზირს და იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
- მიკროავტობუსები N2, N34, N62, N68, N117, N120, N170 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ თელავის ქუჩის მიმართულებით. ალექსანდრე წურწუმიასა და ნიკიფორე ირბახის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან მეტროსადგურ „ავლაბარს“, რის შემდეგ გადაადგილდებიან დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მოძრაობას გააგრძელებენ ალექსანდრე წურწუმიასა და თელავის ქუჩების მიმართულებით, დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და იმოძრავებენ დადგენილი სქემით.