მძიმე მდგომარეობაში მყოფი დევნილები უწყვეტ აქციებს აანონსებენ | მთავრობა დუმს

გამოქვეყნდა:

სამთავრობო ტრიბუნიდან გამოძიებისთვის გაცემული დირექტივა. სასტუმრო ქართლში მცხოვრები დევნილები უმძიმეს ტრაგედიასთან გამკლავებას ცდილობენ, ამ ფონზე კი მთავრობამ მოვლენებს ისევ გაუსწრო და ზურაბ ქირია უბედური შემთხვევის მსხვერპლად გამოაცხადა.

ოჯახს სხვა დევნილების მსგავსად იმ შენობაში უწევს ცხვორება, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ წუთს ნანგრევებად იქცეს. ახალგაზრდა კაცის მეზობლები პირდაპირ ამბობენ, რომ მისი სიცოცხლე უყურადღებობას შეეწირა და ამის მტკიცებულებებიც აქვთ.

სასტუმრო ქართლში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები დღეს პრემიერმინისტრს არც კი უხსენებია, მთავრობის სხდომაზე არც იმ საკითხზე იყო საუბარი, როგორ უნდა მოხდეს დევნილთა პრობლემების გადაჭრა. ხელისუფლების დუმილის ფონზე, აფხაზეთდან დევილები უწყვეტ პროტესტს აანონსებენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი