წალენჯიხაში, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალის ცხედარი ამ წუთებში პროზექტურაში არის გადასვენებული. "მთავარი არხის" ინფორმაციით, 20 წლის ბიჭის მიერ გასროლილი ტყვიამ დედის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დედა-შვილი წალენჯიხიდან იყვნენ, თუმცა თბილისში ცხოვრობდნენ და სამეგრელოში დღეს ჩავიდნენ.
მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.