COVID 19 "თეგეტა მოტორსსა" და "უნისონში" – "მთავარმა" დეტალები გაარკვია

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 828–მდე გაიზარდა. ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევიდან ერთი „თეგეტა მოტორსის“ თანამშრომელია. ასევე ინფიცირებულია სადაზღვევო კომპანია „უნისონში“ დასაქმებული პირი.

ვირუსის დადასტურების შემდეგ „თეგეტა მოტორსის“ ასეულობით თანამშრომელი სწრაფი ტესტის პასუხს ელოდება. ინფიცირებული ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ახალგაზრდა ქალს კონტაქტი ჰქონდა ე.წ. საბურთალოს კლასტერთან, თუმცა არ ჰქონდა შეხება მომხმარებლებთან. კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი უკვე თვითოზოლაციაშია გადაყვანილი.

თეგეტა მოტორსის ერთ თანამშრომელს, რომელიც საოფისე საქმიანობას ასრულებდა და მომხმარებელთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, კოვიდ 19 დაუდასტურდა. ეს თანამშრომელი ერთი კვირის განმავლობაში იზოლაციაში იყო და გუშინ დაუდასტურდა, – "თეგეტა მოტორსის" მარკეტინგის დირექტორი თორნიკე გურული.

რაც შეეხება „უნისონში“ დაფიქსირებულ შემთხვევას, მას სამსახურში მისვლის დროს ტემპერატურა აღენიშნებოდა, რის გამოც, შენობაში არ შეუშვეს.

მისი კონტაქტები უკვე გამოკვლეულია და ამ კვლევის საფუძველზე ხუთ თანამშრომელს სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, თუმცა კოვიდ ინფექცია არც ერთს არ გამოუვლინდა. ამჟამად ისინიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მას დაუფიქსირდა ტემპერატურა, შესაბამისად, დაცვამ უზრუნველყო, რომ აღარ შესულიყო ოფისში. ამის შემდეგ ჩვენ მასთან კონტაქტი არ გვქონია. ოფისთან რამდენიმე ადამიანს მიესალმა, დაახლოებით, ხუთ ადამიანს. გუშინ გავიგეთ, რომ დაუდასტურდა. გუშინვე იქნა მიღებული ზომები პრევენციის, იმ ხუთ ადამიანს ჩაუტარდა სწრაფი ტესტები და არიან თვითიზოლაციაში, – თქვა სადაზღვევო კომპანია უნისონის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ახალაძემ.

ბოლო 24 საათში, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ექვსით გაიზარდა და 828-ს შეადგენს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი