გურჯაანში მაღაზია გაქურდეს - წაიღეს სასმელი და სიგარეტი

გამოქვეყნდა:

ქურდობა სოფელ გურჯაანში - გვიან ღამით ქსელური მაღაზია "მაგნიტი" გატეხეს.

ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა შუშის მინა მძიმე საგნით ჩაამტვრია და მაღაზიაში ამ გზით შეაღწია.

სუპერმარკეტიდან წაღებულია ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო. დამნაშავეს, სავარაუდოდ, თანხის წაღებაც სცადა, თუმცა სალარო ცარიელი დახვდა.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

ავტორი: ია გულიაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი