სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები აფხაზეთის საბჭოში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები 2 დევნილი აფხაზეთის საბჭოშია დაბარებული. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მათ აფხაზეთის საბჭოს თავმჯდომარე შეხვდება, თუმცა რა საკითხებზე იქნება საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამ დრომდე არ გამოჩენილან ტრაგედიის ადგილას, სადაც 2 დღის წინ 52 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, რაც პროტესტმა შედეგი არ გამოიღო და ხელისუფლებისგან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ვერ მიიღეს მოთხოვნის შესრულების დაპირება.

ისინი უსაფრთხო საცხოვრებლებს ითხოვენ, რადგან სანატორიუმი ამორტიზებულია, ინგრევა და იქ ცხოვრება ყოველდღიურად უფრო და უფრო სახიფათო ხდება სიცოცხლისთვის. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი