შეთავაზება დევნილებს - სანატორიუმ "ქართლის" მცხოვრებლებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შეხვდა 

გამოქვეყნდა:

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გრძელდებოდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ეს იყო პირველი მოლაპარაკება, კვირას მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც 52 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და როგორც მისი ახლობლები ამბობენ, სწორედ გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებისა და ხელისუფლების გულგრილობის გამო.

შეხვედრაზე ჯემალ გამახარიამ დევნილებს უცვლელი პირობა შესთავაზა - 1 წლიანი ქირა, გადახდის გარანტიით, 1 წლის შემდეგ კი აშენდება კორპუსი და დევნილებს ბინებს გადასცემენ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირობა აქამდეც იყო, თუმცა მოსახლეობა არ თანხმდებოდა. სავარაუდოა, რომ 140 ოჯახი ახლაც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა დევნილებმა ჯერ კონსულტაციები უნდა გაიარონ ერთმანეთთან.

ოჯახები  ბინების საკუთრებაში გადაცემას და კონკრეტული თარიღის დასახელებას ითხოვენ. 

დევნილები ახლა გარდაცვლილის დაკრძალვას ელოდებიან, რომელიც ოთხშაბათს იქნება, ამის შემდეგ კი აქციებს აანონსებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი