მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება და 16 იანვარს ადგილზე მომხდარი ტრაგედია სწორედ უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია - არასამთავრობო ორგანიზაციები სანატორიუმი "ქართლის" შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტსა და დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ, ასევე დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლებისკენ მოუწოდებენ.
"...ეს ვალდებულება სახელმწიფომ თავის დროზე საკუთარ თავზე არ აიღო. მხოლოდ გუშინ, როცა ადგილზე უმძიმესი ტრაგედია მოხდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ის ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილებს ახალ საცხოვრებელი ფართებით უპირობოდ 2022 წლისთვის უზრუნველყოფს.
ბატონი ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარი პირველადი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იყო და გამოძიებამდე ის არ უნდა დაკავშირებოდა დევნილების პრობლემას. მინისტრის განცხადების საპირისპიროდ, ბატონი ზურაბის მეზობლები ჩვენთან განმარტავენ, რომ გარდაცვლილი აქტიურად იყო ჩართული მათ პროტესტში და მონაწილეობას იღებდა პროტესტის დაგეგმვაში და ბოლო დღეებში მათთან საუბარში რამდენჯერმე ახსენა, რომ თავს თუ მოიკლავდა მხოლოდ ასე შეძლებდა მათ წუხილებზე ყურადღების შექმნას." ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობოების შეფასებით, დევნილთა ინტერესების წარმოდგენას ვერ უზრუნველყოფს ვერც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რომლის მიმართაც ნდობა დაბალია.
ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ: